Spices & more

ქართულ ენაში არსებობს ლამაზი სიტყვა სული.

ჩვენი საავტორო სანელებლების ბრენდს ზუსტად ასე დავარქვით, რადგან ყველა ჩვენი პროდუქტი სიყვარულით არის დამზადებული და ყველაში ჩვენი სულის ნაწილი ჩაქსოვილია.

უმარტივესი კერძიც კი შეიძლება უფრო გემრიელი და დახვეწილი იყოს ჩვენი სანელებლების გამოყენებით.

შექმენით შედევრები თქვენს სამზარეულოში, ისიამოვნეთ ახალი გემოთ ჩვენ კი ვიზრუნავთ თქვენზე.

საავტორო პროდუქცია SULI,

რომელშიც შენარჩუნებულია ვიტამინებისა და მიკროელემენტების მაქსიმალური რაოდენობა
კონვექციური გაშრობის ტექნოლოგიის წყალობით

ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია:

1. Online - შეკვეთა

2. თბილისში და ბათუმში - მაღაზიების სია

რეცეპტები

რეცეპტები ჩვენი სანელებლების დამატებით

1.გრისინი

Foto

200 მლ-ში თბილ წყალში 2 ჩ.კ. შაქრით გახსენით ჩაის კოვზი საფუარი; მოზილეთ ცომი 500 გრ ფქვილთან, 50 მლ. ზეითუნის ზეთით და 1 ჩ.კ. მარილით (არა ჩვეულებრივით, ზუსტად ამით - ჩერქეზულით), 10-15 წვრილად დაჭრილი ზეთისხილი და სურვილისამებრ, 150 გრ მყარი ყველი გახეხილი მსხვილ სახეხზე. თუ გრძნობთ, რომ ცომი მკვრივია, დაამატეთ ცოტა წყალი. შედგით თბილ ადგილას ერთი საათით გასაღვივებლად, შემდეგ გააკეთეთ წვრილი ლენტები ან დაჭერით ბრტყელი ზოლებად და გააკეტეთ ლამაზი სპირალეი - და შედგით ღუმელში 15-20 წუთით.

  • ავტორი: ნატა კურტანიძე

2.ორაგულის პაშტეტი

Foto

  • ორაგულის ფილე / ორაგულის მუცელი / 600 გრ.
  • მარინადი: აადუღეთ 1 ლიტრი წყალი; დაუმატეთ: 4 ს/კ მარილი, 1 ს/კ შაქარი, დაფნის ფოთოლი, მიხაკი 3 ც., პილპილის მარცვალი 2-3 ც. იდუღეთ 5 წუთის განმავლობაში.

გააგრილეთ და ჩადეთ მასში ორაგული. გააჩერეთ მარინადში სამი დღის განმავლობაში. მოაცილეთ კანი, გაატარეთ ფილე ხორცსაკეპ მანქანაში.
მომზადებულ ფარშს დაუმატეთ დესერტის კოვზი ფორთოხლის მარილი და ზეითუნის ზეთი, მზა მასა გააჩერეთ 1-2 საათი.
სალათებისთვის: ორაგულის მასა ჩადეთ ქილაში და გამოიყენეთ საჭიროებისამებრ.
სენდვიჩებისთვის: ბლენდერში შეურიეთ დარბილებულ კარაქს.

  • ავტორი: მარინა კოვაჩი

3.სალათა

Foto

სალათა მოამზადეთ ყველაზე მარტივი სალათა: კიტრი, პომიდორი, სალათის ფოთოლი, ხახვი, დაამატეთ მცენარეული ზეთი და დაამარილეთ ჩვენი ნივრის მარილით.

  • ავტორი: მარი შაზო

გამოხმაურება ჩვენი კლიენტებისგან

Facebook Instagram Viber WhatsApp TikTok