ღრმა, მდიდარი გემო ტკბილობის, მსუბუქი მჟავიანობისა და ღვინის ნოტების ბალანსით. წითელი ხახვი ნელა იხარშება საფერავის ღვინოში, ბალზამიკოს სოუსში, თაფლსა და სანელებლებში და გარდაიქმნება სქელ, არომატულ მარმელადად.
იდეალურად ერწყმის ყველს, პაშტეტებს, ხორცს, ბურგერებსა და ბრუსკეტებს. შეიძლება გამოიყენოთ როგორც კერძების დამატება ან დამოუკიდებელი გასტრონომიული აპეტაიზერი.
ვაწარმოებთ მცირე პარტიებად ნატურალური ინგრედიენტებით. მომზადების შემდეგ პროდუქტი გადის თერმულ დამუშავებას, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ შენახვას დამატებითი დანამატების გარეშე.
შემადგენლობა: წითელი ხახვი, საფერავის ღვინო, შაქარი, ბალზამიკოს სოუსი, ნატურალური თაფლი, ნიორი, შავი პილპილი, თიმიანი.
მოცულობა: 100 მლ
ფასი: 12 ₾
